logo.png

Lela Chkhartishvili

"ამასწინათ ვიღაც მიწერდა კომენტარს... ვამბობ _ ვიღაც.. იმიტომ რომ არც სახელი ჰქონდა, არც გვარი.. ფოტოც არ ედო... ანუ იმალებოდა... (რაც არ მიმაჩნია მოსაწონად)... ნუ მოკლედ, მიწერდა... ასე რატომ აქებთ მეუფე პეტრეს... ილიამადიდებლებისგან რით განსხვავდებითო?!... თან ვითომ სიკეთით შეფუთა ეს თავისი უადგილო გამოხდომა... მე დაცვა მინდა მისიო... არ ვიცი. რას გულისხმობდა ამ დაცვაში, მაგრამ მე ეს კომენტარი და შენიშვნა არ მომეწონა.. ჯერ ერთი შეურაცხმყოფელია (უადგილო და უსამართლოა) აღზევებული და განდიდებული კაცის თაყვანისცემას შეადარო დევნილი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა და აღფრთოვანება...დავთვალოთ მეუფე პეტრეს მაგინებელთა რაოდენობა ..და შევადაროთ მაქებელთა რაოდენობას.. რაოდენობით არ ისაზღვრება, ცხადია, მაგრამ მაინც.. რაოდენობა ხომ ძალაა ამათთვის.. მე ზოგადად ადამიანის განდიდების მომხრე არ ვარ, მაგრამ სიკეთე დაინახო ადამიანის, რომელსაც სწორედ ამ სიკეთისთვის დევნიან...და ეს არ თქვა, არ აღიარო ..არ დააფასო.. არ გაუფრთხილდე.. ეს არ მგონია სწორი იყოს.. რა აღაშფოთებთ სინამდვილეში ამ ხალხს.. ვიღაცეები უანგარო გულწრფელ სიყვარულს გამოხატავენ ღირსებისადმი...ამჩნევენ მას... და ესენი რატომ შფოთავენ?..რა აღიზიანებთ?..ასე იყო ზვიადის შემთხვევაშიც.. ხელით რომ ატარეს, გაგიჟდნენ...ვაინტელიგენტები...ეს რა ხდებაო?!..კერპთაყვანისმცემლობააო. მასვე აზიანებსო...განა რამდენ ხანს ატარეს ხელით?...რამდენ ხანს გაგრძელდა მისი ეს პატივში ყოფნა?...ამაზე აღშფოთდნენ და თავისი ცხოვრების ჯვართან (ხიბულაში) განწირული მარტო რომ აღმოჩნდა, ყველასაგან მიტოვებული, ის რატომ აღარ იწყინეს?!..ასეა ადამიანი....შური არის წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა...გულწრფელი და უანგარო სიყვარულის გამოხატვა ადამიანისადმი, რომელმაც თავი გადასდო უთანასწორო ბრძოლაში. ეგეც გეხარბებათ მისთვის?.....სირცხვილი თქვენ!...რომ მოხდეს სასწაული და მეუფე პატრიარქი გახდეს. მერე ხომ განადიდებს კონფორმისტი მასა.. ხოლო ჩვენ ერთ-ერთი პირველი გამკრიტიკებლები ვიქნებით, თუ საჭირო გახდა...(პატივი და თანამდებობა მაინც სახიფათოა)... იმიტომ რომ მართლა გვიყვარს...ეს ერთი საკითხია.. ახლა მეორე.. რატომ მიყვარს მეუფე პეტრე?! იმიტომ რომ ბოროტების იმპერიას და სისტემას ყველაზე მეტად სწორედ მისი ეშინია.. რატომ?..არც ისეთი უტვინოები არ არიან..კარგად ხედავენ მის ღირსებებს.. ის არის ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი, არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითაც.. ვიღაცისთვის გამოხატვის ფორმას შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი მნიშვნელობა და წვრილმანად მიაჩნდეს, მაგრამ არა...ეს ასე ადვილი სათქმელი არ არის.. მეუფე არის ადამიანი, რომელმაც არ გაიხადა ანაფორა, არ ბილწსიტყვაობს, მისი ლექსიკა მისი სულივით სუფთაა, მას ამოძრავებს ტკივილი.. არასოდეს დასცინის ადამიანებს..(ამის საბაბს რაოდენ უხვადაც არ უნდა იძლეოდნენ)....არამედ ამხელს გამოსწორების და შენანების დიდი სურვილით. ეს ყველაფერში ჩანს და იგრძნობა. ყოველთვის იმოწმებს სიტყვებს წმინდა წერილიდან... ემორჩილება ეკლესიას იმ თვალსაზრისით, რომ დადის შიო მღვიმის მონასტერში და ჩუმად ლოცულობს...თავმდაბლურად... ის არ დასცინის ეკლესიურობას. არასოდეს უთქვამს, მაგალითად, პირადად ჩემთვის, წამოდი ეკლესიიდან ..ეგ გოიმობაა... ან რამე მაგდაგვარი..მან მითხრა, აკეთე პატიოსნად შენი საქმე. ეკლესიაში იარე.. თუ გამოგაგდებენ ერთი ადგილიდან, მეორეში წადი... და კიდევ ..მას ჯანსაღად ესმის ლიბერალიზმის მნიშვნელობა.. ის ამბობს, რომ მამათმავლობა ცოდვაა... (სხვა ცოდვებთან ერთად)... რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ასეთი ადმაიანების დევნას.. უბრალოდ, ყველა ცოდვას სჭირდება მონანიება.. ადამიანისავე სიკეთისთვის...მით უფრო სასულიერო პირისთვის .. მეუფეს აღელვებს პოლიტიკური სიტუაცია... რადგან უყვარს საქართველო და არც აქედან წასვლას არ აპირებს.....და ბოლოს, მისი სამღვდელო პატივი შეეწირა დეკანოზ გიორგი მამალაძის გამოქომაგებას.. რომელიც მე თუ მკითხავთ, ჩევნს რეალობაში ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული მოვლენაა ამ სისტემის და ყველაზე თვალსაჩინოდ ამხელს მის უბედურებას... ანუ, ამ თვისებების ჩამოთვლა იმიტომ დამჭირდა, რომ მეჩვენებინა, მისი ბრძოლა (მეთოდების ჩათვლით) ღირსეულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გამარგინალებულ ადამიანად გამოაცხადებდნენ და გამარჯვებას იზეიმებდნენ...მეუფეს ვერ გაამარგინალებენ...... აი, რატომ მიყვარს ეს თავდადებული ადამიანი.. (და მისი გარემოცვა.. ჭყონდიდელი სასულიერო პირები..)... ...და რამდენი ასეთი კომენტარიც არ უნდა მომწერონ, მე მაინც ვიტყვი და ვაღიარებ მათ ღირსებებს.. რადგან შეიძლება ხვალ აღარ ვიყო და უფლის წინაშე რომ წარვდგები, მე მომეკითხება, რომ ღირსებამ ჩემს გვერდზე ჩაიარა და მე ის ვერ დავინახე....რადგან ბრმა ვყოფილვარ..."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (553)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას