logo.png

Giorgi Geguchadze

 

"საქართველოს საპატრიარქოს ჰყავს ასეთი სასულიერო პირი, მგონი არქიმანდრიტია ახლა, ილია მარგველაშვილი ჰქვია, რომელმაც, თავისივე თქმით, 2012 წელს, ციხის კადრების ნახვით აღშფოთებულმა, დატოვა ჭყონდიდის ეპარქია, მიზეზად კი მეუფე პეტრესთან უთანხმოება დაასახელა, სინამდვილეში კი თავის პატივმოყვარეობას ვერ სძლია და გაეცალა მას.

ბატონ ილიას ,,აღშფოთება" რომ მხოლოდ ნიღაბი იყო, ეს იქედანაც ჩანს, რომ ხსენებული ,,მღვდელი", მაშინ აღშფოთებულ-შეშფოთებულ-გადაფსიხებული; დღეს, როცა ნინოწმინდის ბავშვების მდგომარეობას ხედავს, თავისივე ,,საძმოსთან" ერთად გაყურსულია თავის ,,სალხინებელში" და მიმდინარე პროცესების დროს ხმა არ გაუღია და არ უთქვამს, რომ ძალადობა არის დანაშაული, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბავშვებს ცუდად ეხება. სამაგიეროდ, გამწარებული დარბის ტელევიზიებში, ოღონდ კი მეუფე პეტრეს ჩირქი მოსცხოს. აქაც ჩანს მისი ,,გულწრფელობა".

გარდა ამისა, ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად დასახელებული ციხის კადრები და უთანხმოება ახალაიებთან, საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ უკვე ეპარქიიდან წასული სმს შეტყობინებას უგზავნის მათ და (საჭიროების შემთხვევაში) საკუთარ თავს სთავაზობს ამ ოჯახს რიგით ჯარისკაცად  , ანუ ახალაიების სისასტიკის (ციხის კადრებიდან გამომდინარე) გამო (ოფიციალური მიზეზი) ტოვებს ეპარქიას და პარალელურად სმს შეტყობინებას უგზავნის მათ და საკუთარ თავს სთავაზობს მათ ,,მომხდურ მტერთაგან" დასაცავად! აჰა, შეუორგულებელი რწმენა ქრისტეს ჯარისკაცისა! 

ბატონი ილია რომ მართალი კაცი იყოს, მისთვის რომ სიმართლის მსახურება იყოს უპირატესი, ის ერთ-ერთი პირველი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ხმა უნდა ამოეღო (რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება) უღმერთოთა წინააღმდეგ, მაგრამ თავად უღმერთო ვის ამხელს უღმერთობაში?

ეპარქიიდან წასულმა მონასტრის 7-8 წევრზეც შეძლო ზემოქმედების მოხდენა და ისინიც თან წაიყვანა, მაგრამ მათი ,,ერთობის" გარანტი რომ ქრისტე არ იყო, ეს იქედანაც ჩანს, რომ ,,საძმო'' შემოეცალა, რამდენიმემ მონასტერი დატოვა და კაბა გაიხადა.

2017 წელს, ციანიდის საქმემ და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნამ, ანუ მეუფე პეტრეს კრიტიკულმა ხმამ დააფრთხო საპატრიარქო და დაიწყეს იმ სასულიერო პირების მოძიება, რომლებსაც უთანხმოება ჰქონდათ მეუფე პეტრესთან. შემოიკრიბეს გარშემო ეს (გუნდი), მათ შორის კი ხსენებული ი.მარგველაშვილიც, რომელსაც მეუფე პეტრეს კრიტიკის სანაცვლოდ დაპირდნენ მიწის ნაკვეთს (მგონი კიკეთში, ზუსტად არ ვიცი) და მონასტრის მშენებლობაში გვერდში დგომას. ილიამაც მიიღო შემოთავაზება, სანაცვლოდკი ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირა : თან მონასტერს აშენებს და პარალელურად ტვ.ვარსკვლავიც გახდა მეუფე პეტრეს ლანძღვის საქმეში, ოღონდ შელამაზებულ ვერსიებს ჰყვება, რა თქმა უნდა, და არა რეალობას!

აი, ასეთი ვაი გმირებით დააკომპლექტა შიოლაშვილმა თავისი ,,ეკლესია". მარგველაშვილი გახლავთ შიოლაშვილის მღვდელი და არა - ქრისტეს!

და ბოლოს, რათქმა უნდა, გაუმართლებელია ნებისმიერი ძალადობა/წამება, მაგრამ ვფიქრობ, ნინოწმინდის აღმზრდელებსა და ხემძღვანელიბას , ამ შემთხვევაში სპირიდონ აბულაძეს და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის პირადი მოთხოვნითა და სურვილითაც შეიქმნა აღნიშნული დაწესებულება, მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე ციხის ჯალათებს, ბედუკაძეებსა და მათ ხელმძღვანელობას!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (511)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას