logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"არ მიყურებია გუშინ მიტრ. ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინტერვიუსათვის და არც ვაპირებ ორსაათნახევარი დრო დავკარგო მის დემაგოგიაზე და გაქნილ აფერისტობაზე, ის კი დავინახე სოცქსელში, რომ მთელი საბნელეთს სიხარულის ჟრიამული და გამარჯვების ყიჟინა აქვს, გააფარჩაკა გვარამიაო, აი ჩვენი ბრძენი და ტკბილი მეუფეო, როგორ ამხილა ასეთი და ასეთი გვარამიაო. მე არ ვიცი რას ემსახურება მთავარი არხი, როდესაც დემაგოგი ფაჩუაშვილი მუდმივ სტუმრად აქციეს ღამის ეთერებში და საათობით ალაქლაქებენ?! მართალია, გონიერ ადამიანზე არაირად არ ჭრის მისი დემაგოგია, მაგრამ ბნელი და გაურკვეველი მასები, რაც უმრავლესობაშია მოსახლეობის და რის გამოც ამ ქაქშია ქვეყანა, ადვილად იხლართებიან და იჯერებენ ამ ყალბ რიტორიკას და ტირაჟირდება ამ აფერისტის ბოდვები. მიტროპოლიტი კაცი თავად აღიარებს რომ ფსიქოლოგთა და სხვა პროფესიონალთა წიგნებით და რჩევებით ხელმძღვანელობს დამაჯერებელი საუბრის ხელოვნების დასაუფლებლად, რთული საკითხების და კითხვების დროს თავის არიდების და გამოძვრომის ხერხებს ვითვისებო ეტრაბახებოდა ამასწინად ჟურნალისტებს. ეს იმ დროს, როდესაც გამორჩეულ თეოლოგებს, გვარებს არ ჩამოვთვლი, გამგებმა გაიგოს, მათ შორის უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხმიღებულებს არ ეპატიჟებიან ღამის ეთერებში ასეთი ბლიცინტერვიუებისათვის, ხალხი ვისაც მართლა აქვს კომპეტენცია საეკლესიო საკითხების ცოდნის, ექსპერტირების, ანალიზის. არ შეიძლება ასეთი საეთერეო პოლიტიკა, ბოლობოლო ამ ნიკოლოზს წინ მაინც დაუსვი საეკლესიო საკითხების ღრმად მცოდნე კრიტიკოსი და დებატების რეჟიმში წარმართე ეს საათები, თუ სინოდის წევრის ეთერში ყოფნა უფრო მომგებიანი მიგაჩნია ნახვების და პოპულარობის კუთხით. ტვ იმედი, ალტინფო, ობიექტივი, ერთსულოვნება და სხვა ბევრი მედიასაშუალება მათია, და კრიტიკული პროდასავლური მედიაც თუ მათ ტირაჟირებას ემსახურებით, მაშ ჩავბარებულვართ საბოლოოდ რუსეთს და მათ აგენტურას."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (485)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას