logo.png

Zviad Tsabadze

 

"სისხლის სამართლის სავარაუდო დამნაშავე წმინდა სინოდში - მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) შემთხვევა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე რამდენიმე წლის უკან დიდ სკანდალში გაეხვა. მას მრევლის წარმომადგენელი ბრალად სდებდა უმძიმეს დანაშაულს, რომელიც არამხოლოდ საეკლესიო კანონიკის, არამედ ქართული მართლმსაჯულების ნორმებითაც დასჯადია და ის სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გადის.

რა ვითარება გვაქვს ახლა? მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით (06.06.2021) წმინდა სინოდს მეუფე სერაფიმესთვის მღვდელმოქმედების უფლება არ შეუჩერებია, რადგან მისივე თქმით ვერ მოხდა ბრალის დამტკიცება ბრალდებულისთვის(ჩემი აზრით მეუფე ნიკოლოზმა შეგნებულად იცრუა). თუმცა, წმინდა სინოდმა რომ მეუფე სერაფიმე ბრალდებულად მიიჩნია და ამის გამო საეკლესიო სასჯელი შეუფარდა, აღნიშნულია 11.10.2017 წლის სინოდის განჩინებაში, სადაც ვკითხულობთ: ''მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;''

თავისთავად ცხადია, რომ მონასტერში გამწესება და მღვდელმოქმედების უფლების აღდგენა მის ბრალეულობას სრულიად ადასტრურებს ( ჩემი ინფორმაციით მეუფე სერაფიმემ ეს დანაშაული სინოდის წინაშე აღიარა). ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ მეუფე სერაფიმესთვის მღვდელმოქმედები უფლების შეჩერებაზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ვერსად ნახავთ, რადაგნ ასეთი რამ არსად დაწერილა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ, როდესაც ეს სამე აქტუალური იყო, არ უნდოდათ მეუფე სერაფიმეს დამნაშავედ ცნობა.

მოკლედ, დანაშაული, რის გამოც მეუფე სერაფიმე წმინდა სინოდმა დასაჯა, დასჯადია საერო სამართლის მიხედვითაც და დღემდე ეს სავარაუდო სისხლის სამართლის დამნშავე წმინდა სინოდში ირიცხება და ჩვენ, მრევლს კანონებს გვიდგენს. ამ ყველაფერზე , რათქმაუნდა წმინდა სინოდი და სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

მედიისთვის:

რომელიმე სასულიერო იერარქის პირდაპირ ეთერში მოწვევას და მის მოსმენას აზრი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ მათ მიმართ არსებობს კრიტიკული განწყობა. ეს განწყობა არის ჩვენი, თეოლოგების და თეოლოგიური საკითხებთ დაინტერესებული ადმიანების შექმნილი და მედიის საშუალებით საზოგადოებამდე მიტანილი. ამისთვის მედიას დიდი მადლობა ეკუთვნის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გარეშე მღვდელმთავრები მხოლოდ წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრებენ ღია ეთერებში, როგორც მაგალითად, ტვ ''ერთსულოვნებაში''. ანუ, ჩვენს გარეშე, ჩვენი სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის გარეშე, არც ერთი კრიტიკული მედია იერარქს დროს არ დაუთმობს.

აქედან გამომდინარე, ვეღარ ვხედავ აზრს, რისთვის უნდა ვაკეთოთ რამდენიმე წამიანი ან წუთიანი კომენტარები, თუკი ამას აზრი არ ექნება და ამ ყველაფერს რომელიმე იერარქის 2 საათიანი ბჟუტური გადაფარავს?

მთელ ძალას და ენრეგიას ვდებთ იმაში, რომ როგორმე ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა გამოსწორდეს და ვინმეს თუ შოუს დადგმა უნდა ამისგან, მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. ნამდვილად ვიპოვნი გზას, რომ ჩემი სათქმელი მივიტანო საზოგადოებამდე.

ჩემგან კომენტარები და მსგავსი რამეები აღარ იქნება(მხოლოდ პირდაპირი ჩართვა), ყველა ტელევიზიას დიდი მადლობა, რომელბიც აქამდე ჩვენს კომენტარებს საზოგადოებას აცნობდნენ, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება."

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ნანახია: (578)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას