logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"მეგობრებო მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ასეა.

ბანკები მთელ მსოფლიოში არიან კონსერვატიული სისტემა.

მათი ბრალი არ არის, თავად საბანკო საქმიანობა ვალდებულია იყოს კონსერვატიული.

ბირჟები კი არის ლიბერალური სისტემა.

როდესაც ბანკების მონოპოლია ბატონობს ვერც ქვეყნის და ვერც მოქალაქეების თავისუფლება იქნება.

როცა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბანკებს ჰყავთ კონკურენტი დამოუკიდებელი ბირჟები, მხოლოდ მაშინ

არის სამართლიანი ფასები, რომელიც მუდმივად იკლებს კონკურენციის შედეგად,

არის დაბალი საკრედიტო პროცენტები,

არის შემოქმედება,

არის კრეატივი,

არის ახალი იდეების რეალიზების გარემო,

არის მაღალი ანაზღაურება,

არის პროფესიონალიზმის მაღალი ფასი,

არის უფლებების დაცულობა,

არის სამართლიანი სამართალი,

არის მაღალი ზნეობა, წესიერება პატიოსნება და პროგრესი.

რადგან წესიერება ხდება კეთილდღეობის გარანტია უწესობა კი გაკოტრებისკენ მიმავალი გზა.

ჰოდა ბანკების მონოპოლია არის ოლიგარქიული დიქტატურა და შავი ბაზარი.

ბირჟები კი არის თავისუფალი ზნეობრივი და წესიერი ცივილიზებული ბაზარი.

ჩვენი ქვეყანა იმყოფება ოლიგარქიული შავი ბაზრის კლანჭებში და ეს ხელს უშლის გლობალური თავისუფალი ბაზრის გაფართოვებას რასაც ლიბერალური გლობალიზაციის პოლიტიკა ეწოდება.

ამიტომ პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები თუ არ საუბრობენ გლობალიზაციაზე,

თუ არ საუბრობენ ბაზრის თავისუფლებაზე, ეკონომიკის რეალურად გათავისუფლების აუცილებლობაზე თამამად ჩათვალეთ რომ ისინი არიან შავი ბაზრის ინტერესების დამცველები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად იმსახურებენ არც თქვენ ყურადღებას და არც თქვენ ხმებს.

ეროვნული ინტერესების პოლიტიკა შეუძლებელია ეროვნული ინტერესების თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარეშე .

საქართველო უნდა გახდეს გლობალური თავისუფალი ბაზრის ნაწილი და მეტიც.

საქართველო უნდა იყოს სამაგალითო ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანა ჩვენს იქითაც რომ გაფართოვდეს გლობალური თავისუფალი ბაზარი აღმოსავლეთით და სამხრეთით.

საქართველო არის ჰარმონიული გლობალიზაციის გარანტი სახელმწიფო აბრეშუმის გზის ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში.

ეს არის ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კონცეფციაც და ერის ეროვნული იდეაც.

ეს რომ ასეა მსოფლიომ კარგად იცის, მოსკოვმაც ძალიან კარგად იცის და ბოლომდე იბრძოლებს შავი ბაზრის ტყვეობაში რომ დარჩეს ქვეყანა.

ჰოდა არ ვართ პატარა სოფელი.

რაც მეტი ქართველი დაიჯერებთ ჩვენი ქვეყნის უდიადეს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მით მალე მოვა თავისუფლება და გამთლიანება."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (96)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას