logo.png

 

                                       ანდრია კრეტელის დიდი კანონი

 

მეექვსე საუკუნის დიდი მამა, წმიდა ანდრია, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე არ მეტყველებდა. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა. ასე აჩვენა მაცხოვარმა ზიარებ ძალა. გახარებულმა მშობლებმა წიგნებით აავსეს და თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაგზავნეს ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტს მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, სადაც წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება და სინანულისაკენ უხმობს ადამიანებს. იგი მოცულობით ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

 

ორშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე, მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს (2-გზის).

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი-ვჰყო ქრისტე, გოდებისა ამის; არამედ ვითარცა ტკბილმან, მომცენ ცრემლნი ლმობიერნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოვედ სულო მდაბალო ხორცთა თანა, და დამბადებელსა აღუარენ და იჯმენ პირველისა მის უსიტყვებისაგან, და შეჰსწირენ შენ უფალსა ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველ-შექმნილსა ადამს გარდასვლითა ვებაძვე და გავრძენ სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა, დაცემათა ჩემთათვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი უბადრულო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას; რამეთუ მიხედე და იწყალ შენ მწარედ, და შეეხე ხესა, და ჰსჭამე ყოვლად-წარმდებად ჭამადი მაკვიდნებელი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გრძნობადისა ევას წილ საცნაური ევა, ხორცთა ჩემთა ვნებული აღძვრა მიჩვენებდა მე ტკბილთა, რომელთა გემო რა ვიხილე, დავაკლდი შენსა მას მეცნიერებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სამართლად განიხადა ედემით ადამ, რამეთუ არა დაიმარხა ერთი მცნება შენი, ხოლო მე რა ვჰყო, რომელი სამარადისოდ უდებ-ვჰყოფ სიტყვათა შენთა მაცხოვარ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლე ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, ქვეყანაო ისმინე, სინანულით ღმრთის-მგალობელისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მომხედენ მე, მოწყალითა თვალითა, ვითარცა სახიერმან და მიითვალე აღსარება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგცოდე შენ უფროს ყოველთა კაცთა, მხოლომან განგარისხე, არამედ ღვთაებრ მაცხოვნე ქმნილი შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გამოვსახენ უკეთურნი ვნებანი გამოს-ხილვითა ურჩებისათა, და წარვსწყმიდე გონებისა შვენიერება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გარდამეცნეს ღელვანი ვნებათანი, მოწყალეო უფალო, არამედ ვითარ პეტრეს ხელი აღმიპყარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა, და მიწად გამოვაჩინე გონება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განვბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვსძე მე შიშველი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მმოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან ედემს განზრახვითა და კდემულ ვარ შენგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეძავისა მის ცრემლთა მეცა შევსწირავ, მაცხოვნე ვითარ იგი, მაცხოვარ, წყალობითა შენითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარვსწყმიდე მე პირველქმნილი სიკეთე, შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ბეჭთა ჩემთა მცემდეს მწარედ ვნებათა წინამძღვარნი, და მათნი ძმაცვანი განაგრძვნეს ჩემზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა ერთსა სამ-პირებით, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულს-მოდგინედ რათა გვაცხოვნნეს.

 

გალობა გ.

სძლისპირი: შეურყეველსა ზედა კლდესა ბრძანებათა შენთასა დაამტკიცე, ქრისტე, გული ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცეცხლი უფლისა მიერ, სულო, უფალმან აწვიმა პირველ, და დასწვნა ქალაქნი სოდომურნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მთად აღისწრაფე შენ, ჰოი სულო, ვითარ იგი პირველ ლოთ, და სეგორს შეესწარ დაქცევასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ევლტოდე შენ, ევლტოდე, ჰოი სულო, სოდომურსა დაწვასა, ევლტოდე რისხვასა ღვთივაღძრულსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მე მხოლომან ვჰსცოდე შენდამი, მე ვჰსცოდე უფროს კაცთა, ქრისტე მაცხოვარ, ნუ დამაგდებ მე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი მწყემსო სახიერო ქრისტე, მომიძიე ცხოვარი, და ცთომილსა ნუ უგულებელს-მყოფ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შენ ხარ დამბადებელი ჩემი, შენ ხარ ტკბილი იესო, და შენ მიერ განვმართლდები მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ შენ, მაცხოვარ, შეგცოდე, შენ შეგცოდე, არამედ მილხინე და მაცხოვნე სახიერ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთო ღმერთო სამგვამოვანო, მაცხოვნე მე ცოდვილი და ხრწნილებისაგან განმარინე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, შენ ღვთისმშობელო, გიხაროდენ, საყდარო უფლისაო და დედაო ღვთისაო.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად-ხარ ქალწულისაგან, და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქმნულსა შენსა ნუ უდებ-მყოფ, დაბადებულსა ნუ შეურაცხ-მყოფ, მსაჯულო, დაღათუ მხოლომან ვსცოდე, ვითარცა კაცმან, უფროს ყოველთასა, ჰოი კაცთმოყვარეო, არამედ გაქუს, ვითარცა უფალსა ყოველთასა, ხელმწიფება მოტევებად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახლოს-არს სულო სიკვდილი, ახლოს-არს, არა ზრუნავ, არც მზა-იქმნები, ჟამი შემოკლებულ-არს, აღიმსთვე შენ, ახლოს და კართა ზედა ჰსდგას მსაჯული: სიზმრებ და ყვავილებრ წარვლენ ჟამნი შენნი: რასა ამაოდ ვშფოთებ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განიფრთხვენ შენ, სულო ჩემო, მოიხსენენ საქმენი, რომელნი გიქმნიან, და მათი შენანება მოართვ ღმერთსა, და ცვარნი ცრემლთანი დამოადინენ, კადნიერად მიუთხრენ საქმენი მოგონებითურთ ქრსტესა და განმართლდი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არ მიცოდავს, გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხუასა არცა ერთსა ვის სადა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ამისგან მხილებულ-ვიქმენ, ამისგან დავისაჯე მე საწყალობელი თვით სვინიდისისა თვისისაგან, რომლისა არა რა უმკვეთლეს არს, მაცხოვარო და მსაჯულო ჩემო, გამომიხსენ და მაცხოვნე მონა შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კიბე, რომელი იხილა მამათმთავართა შორის დიდმან, სულო ჩემო, სახე იყო საქმისა აღსავალთა, და მეცნიერებისა მის ხარისხთა: გნებავს თუ საქმით და ხედვით და მეცნიერებით ცხოვრება, განახლდი შენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიცხე დღისა დაიმთმინა რუდუნებით დიდმა მამათმთავარმან, და ყინელი ღამისა მოითმინა, დღითი-დღე ჭირთა შემატებითა, მწყსითა, ცვითა და მრწემობითა, რათა ორნი მეუღლენი მიიყვანეს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ორ-მეუღლედ გეულისხმა ყვენ, საქმე და მხედველი ცნობად: ლია, ვითარცა შვილ-მრავალი - საქმედ და რაქილ, ვითარცა ჭირ-მრავალი - ცნობად: რამეთუ თვინიერ შრომისა, არცა საქმე, არცა ხედვა და ცნობა, წარემართების სულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთისგმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორ-კერძოვე ბუნებით ქალწულად. შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს.

 

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, გამანათლე მოქენე, და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე სახიერ ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცხოვრება ჩემი ბნელსა შინა წარვვლე, რამეთუ არმურ წყვდიად, და უკუნ-მომცველ მექმნა ღამე ცოდვათა ჩემთა, არამედ ძედ ნათლისად გამომაჩინე, მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მსგავს ვიქმენ რუბენისსა, მე დახსნილი, და ყოვლადუსამართლო, და უსჯულო განზრახვა-ვყავ ღვთისათვის მაღლისა, და ვმძლავრე საწოლსა ჩემსა, ვითარცა მან მამისასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ შენ, ქრისტე, ღმრთისა კრავო, შეგცოდე, შეგცოდე შენ, და ვითარცა იოსებ ძმათა, მეცა განვყიდე ნაყოფი სიწმიდისა და უბიწოებისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეკრული განისყიდა, ღირსი სული, ძმათა თვისითა მიერ და, მონა იქმნა მართალი, სახედ ქრისტეს - მხსნელისა, ხოლო შენ სულო ჩემო, მიესყიდე ცოდვასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მიემსგავსე, ჰოი სულო უბადრუკო, იოსებ ბრძნისასა მას საღმრთოსა გონებასა, და ნუ უძღებ-იქმნები უსიტყურითა კრთომათა მიყოლითა მარადის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაიმკვიდრა იოსებ მღვიმე სახედ საცხოვრებელთა შენთა ვნებათა, მეუფეო, ხოლო მე უბადრუკმან, რა შევწირო ოდესცა, შენდა ევე-ვითარი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა: მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათა მოწყალისა მიმართ ღვთისა და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცრემლთა თვალთა ჩემთასა, მხსნელო ჩემო, და სიღრმით-გამო სულთქმათა მოსწრაფედ შევსწირავ, და ვხმობ ესრეთ გულითა: შეგცოდე, ღმერთო, მილხინე მე წყალობით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განუდეგ შენ, სულო, უფალსა შენსა, დათან და აბირონისაებრ, გარნა ხმობდი: მიხსენ ჯოჯოხეთით ქვესკნელით, ნუ უკუე ღრმამან დანახეთქმან დაგფაროს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ველურ-ქმნილსა დიაკეულსა, სულო, მიემსგავსა პირველ ეფრემ, ხოლო შენ ქურციკებრ იხსენ საფრხით ცხოვრება, ფრთოვან-ქმნილმან საქმით საქმით და ხედვით და გონებით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოსეს ხელმან გარწმუნენ, სულო, ვითარ ძალ-უძს ღმერთსა კეთროვნისა ცხოვრებისა კუალად განწმედად და შემკობად, და ნუ უდებ-ხარ დაღათუ განკეთროვნდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა-ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ, გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად მაღალო, მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვსცოდე და უსჯულო ვიქმენ მე და შეურაცხ-ვყვენ მცნებანი შენნი, და ცოდვათა შინა ჩემთა ვიშევ და წყლულთა ზედა შევდძინენ წყლულნი, არამედ შენ შემიწყალე ვითარცა მოწყალემან, მამათა ჩვენთა ღმერთმან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაფარულთა გონებისათა აღგიარებ შენ მსაჯულსა ჩემსა, იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე ჭირი ჩემი და მოჰხედენ ჰსჯასა ჩემსა, და მილხინე ვითარ კაცთმოყვარემან, მამათა ჩვენთა ღმერთმან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარსწყმიდნა რა ოდესმე საულ კარაულნი მამისანი, სულო, გარეწარ საქმედ მეფობა ჰპოვა ძებნასა შინა. ხოლო შენ ჰრიდე, ნუ სადა აღირჩივნე სუფევასა ქრისტესსა უსიტყურნი კრთომანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ სცოდა სულო ჩემო, დავით ღვთისა მამამან ოდესმე და განგმირა ისრითა მრუშებისათა, და კვალად ბოროტის მკლველობისათა, გარნა უძვირესთა ჰყოფ საქმეთა წურთითა გონებისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეაერთა ოდესმე დავით უსჯულოება უსჯულოებასა და კაცისკვლა მრუშებასა, ხოლო სინანულიცა მრჩობლი აჩვენა მეყვსეულად, არამედ შენ უძვირეს-მცოდველი, სულო, მას ბაძევდ მოქცევითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განაქიქა ოდესმე დავით, ვითარცა ძეგლსა ზედა წარწერით გალობასა შინა თვისსა, და მხილებულ-ჰყო ცოდვა, სთქვა და ესრეთ მიწყალე მე, მხოლოსა შეგცოდე ყოველთა ღმერთსა, შენ განმწმიდე უფალო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და ძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული, ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეცოდებული შემიწყალე მხსნელო და წადიერ-ჰყავ გული ჩემი მოქცევად, მონანული მაცხოვნე და მომხედენ, რომელი ვჰხმობ: შეგცოდე, შემიწყალე და წარწყმედული მპოვე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ეტლთა მფლობელი ილია ეტლითა სათნოებათათა აღხდა რეცა ზეცად და მიწიერი კაცი ზესთა-ექმნა ჰაერსა, აღსლვასა მას მისსა იხსენებდი შენ, სულო ჩემო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ელისე, ოდესმე შემწყნარებელმან ილიას ხალენისამან, მიიღო მრჩობლი მადლი უფლისა მიერ, ხოლო შენ, სულო ჩემო, არა ზიარ იქმენ მადლისა მის უწესოდ სლვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იორდანისა იგი დინება პირველ, ილიას ხალენითა ელისეს მიერ, განიკვეთა და დასდგა, ხოლო შენ, სულო ჩემო, მადლისა მის ვერ ზიარ იქმენ უწესოდ სლვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სომანიტელმა ოდესმე, ჰოი სულო, მოწმედ შეიწყნარა წინასწარმეტყველი, ხოლო შენ არცა უცხო, არცა მგზავრი ისტუმრე, რომლისათვის სასძლოთ გარე განვარდები მტირალი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გეეზისა ემსგავსე უბადრუკო, საძაგელსა და ბილწსა ნებასა, სულო, რომლისა ანგარება აწღათუ სიბერესა, განაგდე შენ შიშითა ცეცხლისათა და იჯმენ მისგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანა-ღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო, გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა, მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენა, ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა ჰსცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გონება მწარედ წყლულ-არს, ხორცნი დახსნილ და განკაფულ, სნეულ-არს სული, მოუძლურებულ სიტყვა, წარწირულ-არს ცხოვრება, და სიკვდილი კართა ზედა, ვინაცა, უბადრუკო სულო, რამე ჰყო ოდეს მოვიდეს მსაჯული დიდი განსჯად შენდა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მიგითხარ შენ მოსესი სოფლის შესაქმე, ჰოი სულო, რომლისა მიერ ყოველივე სჯულისა წერილი გვაუწყე შენ, მართალთა თანა ცრუნი; ხოლო შენ, შემდგომთა ბაძავ, უდებო, არა პირველთა მათ, ღვთისა მიერ უგუნურ-ქმნითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სჯული მოუძლურდა და ურგებ-იქმნა სახარება, ხოლო წერილნი ყოველნივე ცუდმაშვრალ, წინასწარმეტველნი უქმ და ურგებ სწავლისა სიტყვა, რამეთუ წყლულნი შენნი, სულო, გამრავლდეს არა-ყოფითა კურნებად შემძლებელისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახლისა წიგნისათა მოგართვამ კვალად სახეთა, მომყვანებლთა შენთა ლმობიერად, მართალთა ბაძევდ სულო და ცოდვილთა თანაწარხვედ, და მოწყალე-ჰყავ ქრისტე ღმერთი მარხვით და ვედრებითა, განკრძალვითა და სიწმიდითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განკაცნა, სულო, და სინანულად უწოდდა ავაზაკთა და მეძავთა, ინანდი აწ, განხმულ-არიან კარნი სასუფეველისანი და, შევლენ მას შინა ყოველნივე მეზვერენი და ცოდვილნი, და მემრუშენი მონანულნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განკაცნა, სულო და ხორცითა გვეზრახა ჩვენ და ყოველნივე ბუნებისა საქმენი სრულებით აღასრულნა, თვინიერ ხოლო ცოდვისა, და ხატი და სახე გიჩვენა დაბდაბლებისა თვისისა, რათა განგაახლოს წყალობით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტემ აცხოვნნა მოგუნი, მწყემსთა უწოდა და ჩვილთა ბანაკი წმიდა მოწამედ შეიწყნარა, მართალსა ქურივსა-თანა მოხუცებული ადიდა, რომელთა არა ბაძავ, სულო, არცა საქმით, არცა ქცევით და ვაი შენდა რაჟამს დაგსჯიდენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იმარხა მაცხოვარმან ორმეოცი დღე და მერმე შეემშია მას, რათა აჩვენოს კაცთა ბუნებისა ქონება, და შენცა ნუვე დახსნები, სულო, მოგიხდეს თუ მაცდური, რამეთუ მარხვა და ლოცვა გქონან საჭურველად მისზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთაა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ-მიერ მოაქვს ძალი, და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

 

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

სამშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მივემსგავსე კაენს, მკლველსა, ცნობითა, და მოვკალ სულისა სვინდისი და განვაცხოველენ ხორცნი, და აღვსძრენ მას-ზედა, გულისა ჩემისა იგი ვნებულნი გულისთქმანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აბელისსა, იესო, არა მივემსგავსე სიმართლესა, და ძღვენი საღმრთონი არა მოგართვენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმედილი, არცა ცხოვრება უბიწო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა კაენ სულო, ჩვენცა შევსწირენით ღმერთსა საქმენი ხენეში მსხუერპლთა თანა შეგინებულთა, და მოქალაქობითა - ბილწი და მოძაგებული, რომლითა დავისაჯენით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცხოვლად შემზილე თიხა, ხელოვანთ-მთავარმან მეკეცემან, ხორცად და ძვალად, სამშვინველად და სულად, არამედ ჰოი, მხსნელო, ღმერთო და მსაჯულო ჩემო, მონანული შემიწყნარე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღგიარებ, მაცხოვარ, ცოდვათა, რომელნი ვქმნენ, და ხორცთა და სულისა ჩემისა წყლულთა ნაგვემთა, რომელნი შინაგან მწარედ დამხსნეს ჩემ-ზედა მკვლელებრთა გულისსიტყვათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ ვსცოდე, მხსნელო, არამედ უწყი, რამეთუ ტკბილ-ხარ, მოსწყლავ თანალმობით და კურნებ წყალობით, მტირალსა მიხედავ და უძღებსა შვილსა კვალად შეიტკბობ ვითარცა ღმერთი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო, და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შემიკერნა ტყავისა სამოსელნი ცოდვამან ჩემმან და ღვთივქსოვილი სამოსელი განმძარცვა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მმოსიეს მე სამოსელი კდემისა, მსგავსად ლეღვის ფურცელთა, მხილებად თვითმფლობელთა ვნებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სამოსელი შებღალული მმოსიეს და მწვირითა ვნებულად, გემოვნისა ქცევისათა ვიშთვები.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შთავრდომილ ვარ უფსკრულსა ვნებათასა და ნივთთა ხრწნილებასა, ამისთვის მეცინის მტერი ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნივთმოყვარე და მონაგებთმოყვარე ცხოვრება უნივთოსა აღვირჩიენ და გავზრქენ ცოდვითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განვაშვენე ხორცთა ხატება და მრავალფერთა გულისთქმათაგან შეგინებულ ვიქმენ, და დავისაჯე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გარეშისა ხოლო განშვენებისა მზრუნველმან, შინაგანი ღვთივქმნული შემკობა უგულებელს-ვჰყავ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველისა მის ხატისა სიკეთე დავჰფალ ვნებითა შინა, მპოვე მხსნელო დრაჰქმისა მის მსგავსად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა რა მეძავი ვჰხმობ: შეგცოდე, მხოლომან შეგცოდე შენ, და მიიხვენ ცრემლნი ჩემნი მირონად.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მილხინე მე, ვიტყვი მეზვერისაებრ, მაცხოვარ, მილხინე მე, რამეთუ არავის უცოდავს ჩემებრ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა, ერთსა სამ-პირებითა, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულს-მოდგინედ რათა გვაცხოვნნეს.

გალობა გ.

სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო ძლიერ, მართალ და წმიდა-ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წყლად ცხოველად მოგიგებ დამხსნელსა მაგას სიკვდილისასა და ვჰხმობ სიღრმით გულისა ჩემისათ პირველ განსვლისა: ვჰსცოდე, მილხინე და მაცხოვნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგცოდე შენ, უფალო, შეგცოდე, მილხინე მე, რამეთუ არა ვინ არს ცოდვილი კაცი, რომელსა არა აღვემატე შეცოდებითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჟამსა მას ნოესსა, მაცხოვარ, ისიძვიდენ და მათ მივევჰსგავსე, და დავიმკვიდრე სასჯელი და დავინთქ სიღრმესა შინა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქამს მიემჰსგავსე, სულო, მამისა მბასრობელსა და არა დაჰფარე შენ სირცხვილი იგი მეგობრისა, ორთა მათ მსგავსად ზურგ-უკუნ-ქცევით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა ლოთ ევლტოდე, სულო ჩემო, ცოდვისა დაწვას, ივლტოდე სოდომით და გომორით, ივლტოდე შენ, ყოვლისა აღძრვისა ვნებულისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შემიწყალე, უფალო, შემიწყალე მე, რომელი ვღაღადებ შენდამი, ოდეს მოხვიდე ანგელოსთა შენთათანა, ყოველთა მიგებად საქმეთაებრ მათთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო, საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად  ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ჰხმობდა: უფალო მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იღვიძებდი, სულო ჩემო, იღვწიდ დიდისა მამათმთავრისაებრ, რათა მოიგო საქმე ცნობითურთ და ესრეთ გამოსჩნდე გონებად მხილველად ღვთისა, და ნისლსა საღმრთოთა ხედვათასა შეხვიდე და იქმნე დიდ ვაჭარ ვინმე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

საღმრთომან მამათმთავარმან შვილ-ისხნა რა ათორმეტნი მამათმთავარნი, საიდუმლო კიბე აღგიმართა შენ საქმითისა აღსვლისა, სულო ჩემო, და შვილნი - საფუძვლად და კიბე - აღსავალად ყოვლადსიბრძნით წინაგიყვნა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოძაგებულსა მას ესავს ემსგავსე, სულო და განსცენ მწისვნელსა შენსა სიკეთენი პირმშოებისანი, და მამულისა დიდებისაგან იჯმენ, და ორ-გზის დააკლდი საქმესა და ხედვასა, ამისთვის შეინანე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ედომ სახელ-ედუა ესავს გარდარეულისა ბილწებისათვის, სულო, რამეთუ გულისთქმითა შემწვარსა და მარადის გემოთა დამონებულსა ედომ ეწოდა, რომელ არს მხურუალება სულისა ცოდვათა ტრფიალისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს, ჰოი სულო ჩემო, იობის განმართლება სკორეთა მათ ზედა, რად არა ჰბაძავ შენ მისსა სიმხნესა და მოიგებ სიმტკიცესა მათ შინა, რათა სცნე და ისწავნე და განიცადე შენ, არამედ უთმინო ქმნილ-ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

პირველ საყდართა მჯდომარე, შიშველი სკორეთა ზედა მჯდომარე იყო, შვილმრავალი და სახელმაღალი, მყის უშვილო და უცნაურ იქმნა, რამეთუ პალატად შეერაცხნეს მას სკორენი, ხოლო წუთხნი - მარგარიტად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად: შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას რაცა ენებოს.

 

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე, და მიძღოდე მე ტკბილო მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კიდობანი მოსესი გესმა, სულო, ვითარ მიმოაქვნდა მდინარისა ღელვათა, და ვითარ სასძლოთა შინა იშვებდა და განერა მწარესა ბრძანებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ამქმელნი თუ გასმიან, მსრველნი პირველ წულებრივთა ჩვილთანი, ჰოი სულო უბადრუკო, სიწმიდისა საქმითა, ვითარცა დიდი მოსე, სიბრძნითა განიპოხე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარცა დიდმან მოსე, სულო ჩემო, არა მოაკვდინე შენ მეგვიპტელი გონება, და ვითარ დაემკვიდრო ვნებათა უდაბნოსა სინანულისა მიერ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უდაბნო დაიმკვიდრა დიდმან მოსე, ემსგავსე, სულო ჩემო, ქცევასა მისსა, რათა მაყვლოვანსა შინა, ღვთისგამოცხადებისა ხილვასა მიემთხვიო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კვერთხი იგი მოსესი ჯვარის სახედ უწყოდე, სულო ჩემო, რომელმან გაჰკვეთა ზღუა და აღზღუდნა მწყურნები, რომლითა უძლო შენცა, ქმნად საკვირველთა ნიშთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აარონს მოაქვნდა პირველ ცეცხლი წმიდა, უზაკველი ღვთისა, ხოლო უფნი და ფინეზ შენებრ შესწირნეს, სულო, ყოვლადუცხო ღმრთისაგან მწიკვლევანი ცხოვრება.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო რომელმან შეჰქმნა საუკუნენი, და შეაყო ღმრთაება, ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმითა გულისაითა მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოოჯხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღელვათა ჩემთა ცოდვათა, მეუფეო, მეწამულისა ზღვისაებრ აღძრული, დამფარავს მეყვსეულად და დამნთქამს, ვითარ იგი ეგვიპტისა სამდგომთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უგულისხმო წინააღრჩევა, სულო, მოიგე ისრაელთებრ, და მანანასა მის საღმრთოსა, აღირჩიე გემოთმოყვარე მაძღრივ-ხმევაჲ ვნებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქანანელთა ჯურღმულნი, სულო ჩემო, უმეტეს შეიყუარენ შენ, ვიდრე წყარო კლდისა, რომლისაგან სიბრძნისა ტაკუკი მდიდრად ჰსდის ღვთისმეტყველებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ეშვთა ხორცნი, სიავნი და ჭამადნი მეგვიპტელებრნი ჰოი სულო, ზეცისათა მათგან აღირჩიენ, ვითარცა უგულისხმომან ერმან პირველ უდაბნოს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ოდეს, მოსე მსახურმან შენმან, კვერთხი ჰსცა კლდესა, ცხოველსმყოფელო წმიდა გვერდი შენი გამოსახა წინასწარ, რომლისაგან ვსვამთ, ქრისტე, უხრწნელებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განიმსტოვრე შენ, სულო, და განიხილე, ვითარცა ისუ ნავესმან ქვეყანა აღთქმისა, და მას შინა მოიგე სჯულიერებით საწადელი მკვიდრობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუვე ვჰყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ, და არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ: გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოღებასა კიდობნისასა შეჰხარეს რა იგი ზვარაკთა მათ, მხოლოდ შეხებისათვის ოდენ რისხულ იქმნა ოზან, არამედ სილაღისაგან მისისა ლტოლვილი, სულო, საღმრთოთა შეეხებოდე შიშით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აბესალომ გასმიეს სულო, თუ ვითარ ბრძოლ იქმნა ბუნებისა და უწყნი საქმენი მისნი ბილწნი, ვითარ საწოლი მამისა შეაგინა მან, ხოლო შენ მოიძულენ უშვერნი მისნი და უსჯულონი სლვანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მთავრებრივი პატივი შენი დაამონე, სულო, ხორცთა შენთა, რამეთუ სხვად აქიტოფელად ჰპოვე მტერი და ერჩდი ზრახვათა მისთა, არამედ დახსნა იგი თავადმან ქრისტემან, რათა წყალობით გაცხოვნოს შენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

საკვირველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღვთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განჰსდგა, რომლისა შემდგომსა მას უშვერსა ცხოვრებასა ემსგავსა, სულო, დახსნილი ქცევა შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გემოთაგან დამონებული და ვნებათაგან მწარედ ტყვექმნილი, ჰოი მე, ტრფიალი სიბრძნისა, ტრფიალ იქმნა მეძავთა და უცხო ღვთისაგან; სულო, რომლისა შენ მიემსგავსე გონებითა მედგარსა ბილწებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

რობოამის მსგავსად მამულნი განზრახვანი შეურაცხ-ჰყვენ, ხოლო ბოროტისა მის მონისა იერობოამისებრ განდგომილ-იქმენ, ჰოი სულო. ევლტოდე მსგავსებასა მათსა და ჰხმობდი: ვსცოდე, შემინდევ ღმერთო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი. სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყნისათა შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ოზიას მიმსგავსებითა, ჰოი სულო, მრჩობლ გაქვს: შენ შორის კეთროვანებაცა მისი, ბილწთა საქმეთა წურთითა და უსჯულოთა ქმნითა: დაუტევენ ესენი და შეიტკბე სინანული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს ნინეველთა, შევრდომა ღვთისა, ძაძითა და ნაცრითა, სულო, რომელთა არა ჰბაძავ, არამედ გამოსჩნდები უძვირეს ყოველთავე, პირველთა და შემდგომთა სჯულისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მწვირისა ჯურღმულსა შინა გასმიეს, სულო, სიონისათვის იერემია გოდებისა მთხზველად და ცრემლთა მეძიებლად: მიემსგავსე ტირილით ცხოვრებასა მისსა და სცხოვნდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იონა თარშედ ივლტოდა, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველმან უწყოდა ნინეველთა მოქცევა და ღვთისა მოწყალება, და თქმულთა მათ თვისთა არა განცრუებად იღწვიდა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დანიელ მღვიმესა შინა გასმიეს, ვითარ დაუყვნა, სულო, პირნი მხეცთანი და უწყი, ვითარ ყრმათა აზარიელთ, ალი მძაფრისა მის ცეცხლისა დაშრიტეს სარწმუნოებით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ძველისა აღთქმისანი ყოველნივე სახედ მოგართვენ, სულო, რათა ემსგავსო მართალთა საქებელსა საქმესა და ევლტოდე ხენეშსა მას და ბილწსა ცოდვასა უკეთურსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა. ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქრისტე განიცდებოდა, ხოლო ეშმაკი განსცდიდა: ქვათა რქუა მას, რათა პურად შესცუალნეს; მთად აღიყუანა იგი ხილვად წამსა შინა ერთსა მეფობათა ქვეყანისათა; სძრწოდე სულო და მარადის მღვიძერე, შემწე-იყოფდ ღმერთსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გვრიტმან უდაბნოსამან, ხმამან ღაღადებისამან, ქრისტეს სანთელმან, ჰქადაგა სინანული, ხოლო იროდი უღმრთო იქმნა იროდიასთანა; იხილე უბადრუკო სულო და ნუ დაეცემი შენცა, არამედ შეიტკბე მოქცევაი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უდაბნო დაიმკვიდრა მადლისა წინამორბედმან და სამარია ჰურიასტანისა-თანა შემოკრბებოდეს მისდა, და ესრეთ აღუარებდეს ცოდვათა და ნათელსიღებდეს, არამედ შენ, სულო ჩემო, არა ოდეს მიემსგავსე მათ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ, რამეთუ ქრისტე ორ-გზის აკურთხა იგი, ხორცითა რა ისერა და მისრულმან ქორწილსა მას ღვინოდ შესცვალა წყალი, და ესე პირველ ნიშნად აჩვენა, რათა შენცა შეგცვალოს სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აღმღებელი ცხედრისა განრღვეული შეამტკიცა, ხოლო ჭაბუკი მომკვდარი აღადგინა, ძე ქვრივისა დედისა და კვალად ასისთავისა; სამარიტელსა რა ეზრახა, სულიერი მსახურება წინასწარ დაგისახა, სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წიდოვანი განკურნა, შერაეხო ფესვსა მისსა; და კეთროვანნი განსწმიდნა და ღრეკილნი და ბრმანი განმართნა და განანათლნა; ხოლო ყრუნი და უტყვნი და დაღონებულნი სიტყვით განკურნა უფალმან, რათა შენცა გაცხოვნოს სულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა და ცხოველსა და ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ; შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა; ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე-მიაქცევს და ჰმართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

ოთხშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და ყოვლადვნებულად, უდებად და დახსნილად, გარდავვლე ცხოვრება, ამისთვის გიღაღადებ შენ, აწ კვალად მაცხოვნე ტკბილო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერესაღათუ ნუ შთამაგდებ მე ჯოჯოხეთად, არამედ პირველ სიკვდილისა, კაცთმოყვარებით მომმადლენ შენდობა შეცოდებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ, მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ მოცული მათგან, რომელნი განმრავლდეს ტკივილნი, მე ვარ; ქრისტე მეუფეო, გევედრები განმკურნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხადა, და ლევიტელმან ძვირთა შინა დამიტევა; არამედ შენ, ღვთისმშობელისა მარიამისაგან მოსრულო, მიღვაწე და შემიწყალე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღმრთოისა განგებულებისა, რათა ვიხსნე ვნებათა ბნელისაგან, და გულსმოდგინედ ვგალობდე ცხოვრებასა შენსა, მარიამ და კეთილთა ღვაწლთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა; განმბანე მეცა ცრემლითა მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება, ვითარცა ღმერთმან მომცენ ესენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი უფალო, უფალო; არამედ განმიღე მონანულსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა ცრემლნი მიიხვენ, მხსნელო და შემიწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე და შემიტკბე შევდრომილი შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ რათა გვაცხოვნეს.


სძლისპირი: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა, და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე შენ, სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდვასა და სძრწოდე, ვითარცა მსაჯულსა და ვითარცა ღვთისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვის მიემსგავსე შენ, ჰოი, მრავალმცოდველო სულო; გარნა თუ პირველსა კაენს და უკეთურსა ლამექს, და ქვითა სიბოროტისათა განსტვინენ ხორცნი და ბილწთა კრთომითა, სიკვდიდ განსწირე გონება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სჯულისა პირველთა თანა-წარხედ შენ, ჰოი სულო, და სეითს არა ემსგავსე, არცა ენოსს ებაძვე, არცა ენუქის მიცვალებასა და არცა ნოეს; და დაგლახაკენ მართალთა ცხოვრებისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მხოლომან განახვენ საქანელნი საღმრთოსა მის რისხვისანი, სულო ჩემო, და წარღვენ ყოველივე: ხორცნი, საქმენი და ცხოვრება, და დაადგერ გარეშე კიდობნისა მის საცხოვრებელისაგან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა, და პირველთა მათ ცოდვათა გზაჲ უკუნ-აქციე, და უდაბნოთა შინა უვალთა გამოიზარდე, და მით საღმრთონი მცნებანი წმიდად აღასრულენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო; კაცთმოყუარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.

 

გალობა გ.

სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლოო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე უბადრუკო სულო; და ვერცა ვრცელნი საზღვარნი, იაფეტისაებრ პოვენ ქვეყანასა წმიდასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისათ ქარანით, და მივედ სოფლად გამომდინარედ უხრწნელებისად, რომელ დაიმკვირდა აბრაამ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტვა აბრაამმან მამული თვისი და უცხო იქმნა; ემსგავსე შენცა მისსა კეთილსა აღრჩევასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი, დაიმკვიდრა მან, შემდგომად სიბერისა, მადლი იგი აღთქმისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახალი მსხვერპლი ისააკ, გულისხმა-ჰყავ უბადრუკო სულო, შეწირული ყოვლად დასაწველად, ქრისტეს მსგავსად, და ბაძევდ მისსა სათნოებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს სულო, ვითარცა მხევლისა ნაშობსა. ჰრიდე ნუ უკუე მისებრ გავნოს უძღებებამან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ გევედრები, დედაო: აწ მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მხევლებრივი ვედრებაჲ შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ ღვთისმშობლისა, ღირსო, რათა ვედრებითა შენითა, განმიღოს მე საღმრთო შესავალი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე, ჟამიერად შევ ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა. ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ჰხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად წუთხ-მცენარე არს; არამედ ვითარცა მკურნალმან ტკბილმან, ორნივე განკურნენ სინანულითა; განჰბანენ, განჰსწმიდენ, ქრისტე და უსპეტაკეს თოვლისა გამოაჩინენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი ჯვარცმად: ხორცნი, რათა კუალად დამბადო სიტყვაო, ხოლო სისხლი, რათა უფროს განმბანო, და სული მიეც რათა მიმგვარო მე, ქრისტე, მშობელსა შენსა მამასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს: და ნებსით ჯვარსა დამოკიდებითა, პირველ დახშული ედემი განაღო, და მრჩობლთა სოფელთა, თანა ყოველთა წარმართთა ცხოვნებულთა, თაყვანის-სცეს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ მექმენინ მე, და წყალი - უფსკრულ შენდობისა, რათა ორკერძოვე განვსწმიდე, ცხებითა და სმითა: ვითარცა საცხებელთა და სასმელთაგან ცხოველთა წყაროთა შენთათა, მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან აღმოგვიცენდეს მრჩობლნი წყარონი შენდობისა და ცნობისანი, სახედ ორთა აღთქმათა, სჯულისა და მადლისათა, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან და სერობისა, ლამპარი დაშრტა ვითარცა უზეთო და სასძლო დამეხშა მირულებულსა, და სერობა აღრკბა, ხოლო მე, ხელით და ფეხით შეკრული გარე განმაგდეს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად; რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას რაიცა ენებოს/

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და ხორცნი იანედ და იამბრედ გამოვაჩინე, და დანთქმულ ვყავ გონება, არამედ მსწრაფლ მეწიე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა ცრემლთა ჩემთათა; შეგივრდები, ნივთი ხორცთა ჩემთა თოვლებრ განასპეტაკე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი მაცხოვარ, ყოველთა კაცთა უფროს აღვემატები ცოდვითა, და ვხედავ თავსა ჩემსა შებღალულად, და ესრეთ ვსცნობ გონებითა ჩემითა, შეგცოდე უმეცრებით, შემიწყალე მე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე მხსნელო, რამეთუ თვით ბუნებით წმიდა მხოლო ოდენ ხარ, და არა ვინ არს სხვა ყოვლადუცხო ცოდვისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის, ღმერთი, ყოფდი ნიშთა, რაჟამს განსწმედდი კეთროვანთა და დახსნილთა შეამტკიცებდი, ხოლო წიდოვანსა ფესვისა შეხებითა კურნებდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაუტევენ ღირსო ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე იგი იორდანისა, და ჰპოვე შენ თვისად უჭირველი განსვენებაჲ; პოვნად მისსა ჩვენცა ღირს-მყვენ აწ ვედრებითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა, გაწებ სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი, და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე, სიღრმითა გულისათა, მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი, ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი, და გაბაონელთა მათ საცთურიანთა, გულის სიტყვათა სძლევდი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და ქვეყანისა მის აღთქმულისა მკვიდრ იქმენ, ღმერთი გიბრძანებს: ერჩდი დასხნილო სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღად-ჰყო რა, შემიწყალე მე, მაცხოვარ; მეცა მიხსენ, ქრისტე, მოყავ მარჯვენე შენი, და სიღრმით ძვირთათ აღმომიყვანე ტკბილო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე; უფსკრულით ჩემთა მათ არაწმიდებათათ და უსასოებისა სიღრმით მიხსენ მოწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მანასესნი მოიგენ სულო აღძრვანი წინა-არჩევისანი, და ვითარცა საძაგელნი აღმართენ ვნებანი და განამრავლენ მოსაწყინელნი, არამედ ბაძევდ სინანულსაცა მისსა და აღსარებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებითა, ვაიმე, ჰოი სულო, იქმენ ხორციელთა ზრახვათა და ვნებათა სავანე, არამედ სიღრმით სულისა შენისათა სულთ-ითქვენ და მიუთხრენ შეცოდებანი შენნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცანი დაგეხშნეს შენ ჰოი სულო, და სიყმილი მძაფრი გეწია შენ, ვითარცა თეზბიტელსა ილიას ურჩსა აქაბს; არამედ სარეფთელსა მას ემსგავსე და გამოზარდე შენცა სული წინასწარმეტყველისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი, და ბოროტად წარსწყმიდნა იგინი სამხილებელად აქაბისა; არამედ შენ, სულო, ამას ევლტოდე და მტკიცე იქმენ სარწმუნოებით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომლისა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა, რომლითაცა სამართლად, მეგულვების მე დასჯა და განმწმიდე პირველ სიკვდილისა სინანულითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ავაზაკისებრ ვჰხმობ: მომიხსენე და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე, მაცხოვარ, მეზვერისაებრ ვგოდებ, მეძვისაებრ ვსცრემლოი, მიითვალე ჩემი გლოვა, ვითარ ქანანელისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულებაჲ მდაბლისა სულისა ჩემისა; და ცრემლთა ლმობიერთა და საქმეთა კეთილთა წამალი და წყალობისა ზეთი და ღვინო დაასხ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო დავითისო, ვითარცა წიდოვანი მივეახლები ფესვსა და ვითარცა მართა და მარიამ ვსტირ ლაზარეს ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის, შენ, ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა, და ვნებულთაგან ვნებათა იოტებდა ქრისტე, და მეზვერეთა და ცოდვილთანა სჭამდა, და იაიროსის ასულისა სული განსრული, ხელისა შეხებითა მოაგო ხორცთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი ზვაობით დაისაჯა. იგი ხმობდა მაცხოვნე და ესე ღმერთო მილხინე, ხოლო მესამე სიქადული იტყოდა: ღმერთო, გმადლობ შენ და სხვათა ხმათა მზვაობართა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო ფარისეველი სიმონ პურის-მტე იქმნა; და მეძავმან მიიღო მადლი ბრალთა შენდობისა, მისგან რომელსა აქვნდა ძალი ცოდვათა მიტევებისა, რომლისა პოვნად იღვწიდ სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან იგი მოიღო ალაბასტრი მირონისა ცრემლითურთ და სცხო ფერხთა მხსნელისათა, და წარხოცნა თმითა; ხოლო მან, პირველთა ცოდვათა მისთა ხელით-წერილი უჩინო ჰყო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება გასმიეს, სულო, ვითარ იყვედრნეს მისგან, შეშინდი სახისაგან და ნუ ბაძავ მათ, რომელნი იგი ბოროტთა სოდომელთა მგავსებითა მეუფემან, ვიდრე ქვესკნელადმდე შთახედნა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელის რწმუნებასა ბაძევდი, რომლისათვის ასული მისი განიკურნა სიტყვამან, და ღაღად-ჰყავ სიღრმით გულისათ მისებრ, ვითარმედ, ჰოი, ძეო დავითისო, შემიწყალე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ, და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

 

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

 

ხუთშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა, და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი ბოროტნი, და ნუცა გამოეძიებ სიტყვათა ჩემთა, არამედ წარმართენ სლვანი ჩემნი სახიერებითა შენითა, და შეურაცხ-ჰყვენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, და მაცხოვნე მე, ყოვლადძლერო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სინანულისა ჟამსა, შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და ოხერ-ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ: მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ ხორციელი გემოვნებაჲ დაუტევენ, და ყოველნი სათნოებანი კეთილთა საქმეთანი, ვითარცა მხოლომან წარმართენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთაარსო სამებაო, ერთღვთებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯუენითა ჩემითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კაცი მოვკალ ჩემდა წყლულებად, ხოლო ჭაბუკი - საგვემელად ჩემდა, ხმობდა გოდებით ბილწი ლამექ: ხოლო შენ არა სძრწი სულო, რომელმან ხორცნი განხრწნენ და გონება მედგრობით შეგინებულ-ჰყავ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქალაქისა ხელ-ჰყავ შენებად, ჰოი სულო ჩემო, და აღმართებად გოდოლსა გულის-თქმათა შენთასა, არა თუმცა ღმერთსა შეეძინნეს ზრახვანი და დაეკვეთნეს მიწად ბოროტნი ღონენი შენნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი, ვითარ ვებაძვე პირველსა ლამექს მკვლელობითა მით, რამეთუ სული - ვითარცა კაცი, და გონება - ვითარცა ჭაბუკი, ხოლო ვითარცა ძმისა ჩემისა ხორცნი მოვკლენ, ვითარცა კაენ მკვლელმან, გემოთმოყვარებითა და უკრძალველობითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აწვიმა ოდესმე, ღმერთმან უფლისა მიერ, ცეცხლი და ბილწებათათვის რისხვით დასწვნა სოდომნი. ხოლო შენ, სულო, ცეცხლი გეენისა აღაგზენ, რომელსა შინა გეგულვების დაწვაი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წყლულ ვარ და განგმერილ, რამეთუ განეწონნეს აწ ისარნი ბოროტისანი სულსა და ხორცთა ჩემთა; აჰა, ნაგვემნი ბრძვილთა ჩემთანი, რომელთათვის გიღაღადებ: განჰკურნენ ნებსითნი ვნებანი ჩემნი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განიპყრენ ხელნი შენი სახიერისა მიმართ ღვთისა, მარიამ, რომელი დანთქმულ-იყავ ბოროტსა მას უფსკრულსა ღელვისასა, და იტყოდი: ვითარცა პეტრეს, კაცთმოყვარე, ხელი ეგე შენი საღმრთო მიპყარ, რათა ვიხსნნე ყოველთ჻ ვნებათაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუსაბამო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო, კაცთმოყვარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.

 

გალობა გ.

სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეგვიპტელსა მას აგარა ემსგავსე სულო დამონებითა ნებისათა და შევ ახალი ისმაილი, რომელ არს თავხედობა მწარე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იაკობის კიბენი გასმიან, სულო, აღმართებულნი ქვეყანით ზეცისათა მიმართ, რად არა მიგაქვს შენცა კიბედ, სათნო ცხოვრება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეფესა მას და მღვდელსა ღვთისასა, მარტო-ქმნილსა, სახესა ქრისტესსა, დიდსა მელქისედეკს, ემსგავსე სჯულიერად ცხოვრებითა, ჰოი სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიქეც და შეიკდიმე, ჰოი სულო უბადრუკო, პირველ ვიდრე გეწიოს შენ აღსასრულისა ჟამი ცხოვრებისა; და არა დაგეხშას კარი სასძლოისა მის უფლისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუნ-ხედვითა მართლ-უკუნ; ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან, სეგორს შეესწარ დაქცევასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვედრებისა ამის შენდამი მგალობელთა, ნუ გარემიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ სარწმუნოებით ცოდვათა მოტევებაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაყბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მცირე არს ჟამი ჩემისა ცხოვრებისა და აღასავსე სიბოროტითა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეფობისა პატივითა და გვირგვინითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსო მრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უბრალო თუ იყო იგი და მართალ უფროსს ყოველთა, და ვერ განერა მაცდურისა საფრხეთა და ღონეთა, შენ ცოდვის მოყვარეო, უბადრუკო სულო, და ჰყო, მოულოდებელი თუ რაიმე განსაცდელი შეგემთხვიოს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

თავხედ ვარ უგუნურებით, და ამაო და ცუდად მზვაობარ გულითა, არამედ ნუ ფარისეველებრ დამსჯი: უფროსღა მეზვერისა მის სიმდალე მომეც, მოწყალეო და მართლ-მსაჯულო უფალო, და მისთანა შემრაცხე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უწყი მოწყალე, რამეთუ ვსცოდე და შევაგინე კეცისჭური ხორცთა, არამედ სინანულად შემიწყნარე, და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცე ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსვანი შენი მაცხოვარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სულისა ჩემისა შორის კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე უბადრუკმან; არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი მაცხოვარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არა ვისმინე წერილთა, ურჩ-ვექმენ ხმასა შენ სჯულის-მდებელისასა. არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დიდთა და გამოუთქმელთა ღელვათა შინა შეპყრობილ-იყავ; არამედ შენ ესე ყოველივე განაგდე შენგან, რამეთუ განზრახვითა მით კეთილითა, აღიწიე უმჯობესისა მიმართ და ღვაწლი კეთილი მოიგე, და იდიდე ანგელოსთაგან ღირსო დედაო მარიამ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთის-გმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს.

 

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ, შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა; და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოვედ და შეუვრდი შენ, მაცხოვრისა ფერხთა, სულო, ვითარცა დაღონებული იგი, რათა კვალად აღგმართოს და ხვიდოდე კეთილად ალაგთა უფლისათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უფსკრული ხარ უსაზღვრო წყალობისა, ამისთვის გევედრები, მომრწყე შენთა უხრწნელთა წყაროთაგან, უფალო, რათა სამარიტელებრ ვსვა, რათა არა მწყუროდეს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სილოამ მექმენინ მე ნაკადულნი ცრემლთანი, ღმერთო, რათა დავიბანნე გულისა თვალნი და გიხილო შენ საცნაური ნათელი წინასაუკუნეთა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უაღრესითა სურვილითა, ყოვლად მდიდარო, გსუროდა თაყვანის-ცემად ძელისა ცხოვრებისა და მიემთხვიე სურვილსა შენსა; ვინა ღირს-მყავ მეცა მიმთხვევად მაღლისა მის დიდებისა, ღირსო დედაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება, ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მე ვარ, მაცხოვარ, რომელმანცა წარვსწყმიდე ძველად სამეუფო იგი დრაქმა: არამედ რომელმან აღგვინთე მნათობი ნათლისა, წანამორბედი შენი, სიტყვაო მომიძიე და მპოვე ხატი შენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი; და გაბაონელთა მათ, საცდურიანთა, გლის სიტყვათა სძლევდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაშრიტე ალი ვნებათანი, წყაროთა ცვართა ცრემლთათა მარადის მარიამ; აღტკინებულმან სულითა, იგივე მადლი მომეც მონასა შენსა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უვნებლობა ზეცათა მოიგე, ქვეყანასა ზედა უმწვერვალესითა ცხოვრებითა, დედაო, რომლითა მგალობელთა შენთა ვნებათაგან ხსნად ევედრე, მეოხებითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩვენდა, ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ. გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განილინნეს დღენი ესე ჩემნი, ვითარცა სიზმარი, ამისთვის აღსდეგ შენ, ჰოი სულო ჩემო, და ცრემლეოდა ვითარცა ეზეკია სარეცელთა თვისთა ზედა, რათა მოგენიჭნეს ჟამნი ცხოვრებისანი, რამეთუ არათუ ისაია წარმოგიდგეს შენ სულო, არამედ ღმერთი ყოველთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგივრდები და დაგასხამ შენ, ვითარცა ცრემლთა სულთქმათა ჩემთა: ვსცოდე უფროს მეძვისა მის, და უსჯულოდ გამოვჰსჩნდი, ვითარ არავინ სხუა კაცი, არამედ მოწყალე მექმენ, მეუფეო, დაბადებულსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხატი შენი დავინთქ ვნებათა შინა და სიკეთე მსგავსებისა შენისა უშვერ და უხმარ-ვყავ, და დაშრტა, მხსნელო, ჩემი ლამპარი მადლთა, არამედ სიტკბოებით კვლად მაგე სიხარული, ვითარცა გალობს დავით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიქეც და შეინანე აწ, და განაცხადე დაფარულნი შენნი, არქუ ყოვლისა-მეცნიერსა: შემინვენ ჰოი მაცხოვარ, უცნაურნი ჩემნი, არამედ შენ შემიწყალე წყალობითა შენითა, ვითარცა გალობს დავით.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ღაღად-ყავ რა ყოვლადპატიოსნისა მიმართ დედისა ღვთისა, რომელსა პირველად უკუნ-გაქცევდა ცოდვათაგან შესლვად, და მხურვალედ შეუვრდი ხატსა მისსა, რათა მოწყალე გექმნნეს, მაშინ არცხვინე მტერი იგი ბოროტი; აწ მეცა მიხსენ ჭირთაგან მონაი ესე შენი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეიყვარე, რომლისა გსუროდა და რომლისათვის ხორცთა განიბძარე ღირსო, აწცა ევედრე ქრისტესა ჩვენ მონათათვის მისთა, რათა მოწყალე გვექმნეს ყოველთა, და მშვიდობა მოგვანიჭოს პატივისმცემელთა მისთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნეთელნი, სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაბად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო; რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომლისა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ალაბასტრსა ცრემლთასა, ვითარცა რა მირონისასა წარმოვსცლი თავსა ზედა, ვხმობ, ვითარცა მეძავი ვეძიებ ლხინებასა და ლოცვასა შევსწირავ შესანდობელად ბრალთა ჩემთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და, ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა-ჰყავ, ჰოი მრავალმოწყალეო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, ქმნილსა შენსა და ვითარცა მწყემსმან მპოვე წარწყმედული, მეწიე შეცდომილსა, გამომიხსენ მხეცთაგან და შემრაცხე ცხოვართა-თანა სამწყსოისა შენისათანა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

რაჟამს დასჯდე სჯად, ვითარცა მოწყალე, და გამოსჩნდეს მაღალი დიდება შენი, ვითარ შიში იყოს, სახმილი რა ოხრვიდეს და ყოველნი სძრწოდეს ზარისაგან საყდრისა შენისა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ნათელმან დაუვალმან განგანათლა შენ, დედაო, და ვნებათა ბნელისაგან გიხსნა; რომლითა აღხედ მადლისა სულიერისა, მიმღებელი ზეცად, ჩვენცა განგვანათლენ, მარიამ, მაქებელნი ესე შენნი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საკვირველი ახალი იხილა რა ზოსიმე, დედაო, განკვირდა: რამეთუ მადლი საღმრთო შენდა ჭეშმარიტად სრულ-იყო, და ხორციელად ანგელოსად გხედვიდა შენ, და შეშინებულ-იქმნა, და უგალობდა ქრისტესა უკუნისამდე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო, სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მდიგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ  დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შონა სცვალებს ბუნებისა წესთა; ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყალებით მომხედენ ძეო ღვთისაო და მიხსენ რომელი ეგე სიტყვით განხდიდ ეშმაკთა, და სიტყვა საწადელი მარქუ ვითარცა ავაზაკსა: ამინ გეტყვი, ჩემთანა იყო სამოთხესა შინა ჩემსა, კვალად რა მოვიდე დიდებით.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღვთად გხადოდა; ხოლო ორნივე შენთანა ჯვარცმულ იყვნეს; არამედ, მხსნელო ჩემო, მეცა მსგავსად მორწმუნისა მის, რომელმან იგი ღვთად გიცნა, განმიხვენ კარნი შენისა სასუფევლისანი, ტკბილო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაბადებულნი განკრთეს ჯვარცმულსა რა გხედვიდეს შენ; მთანი და კლდენი შიშისაგან განიპნეს; ქვეყანა შეიძრა და ჯოჯოხეთი ოხერ იქმნა, და დაბნელდა ნათელი მზისა, რაჟამს ჯვრითა ვნებულად გიხილეს შემოქმედი თვისი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სინანულისა ღირსთა ნაყოფთა ნუ მიმხდი მხსნელო, რამეთუ ძალი ჩემი მოაკლდა ჩემგან; არამედ მომეც გული შემუსვრილი და მარადის სიგლახაკე სულთა, რათა ესენი შევსწირნე, ვითარცა სათნო და მითვალული მსხვერპლი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მსაჯულო ჩემო, მსაჯულო, რომელი კვალად მოსლვად ხარ განსჯად სოფლისა; მოწყალითა თვალითა მომხედენ მხსნელო; უფროს ყოვლისა ბუნებისა კაცთასა, უგუნურებით შეცოდებულსა შენს წინაშე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოველნივე განაკვირვენ უცხოითა ცხოვრებითა შენითა: ანგელოსთა წესნი და კაცთა კრებულნი; რამეთუ უნივთოითა ცხოვრებითა ბუნებათა წარხედ, რომლითა ვითარცა რა უნივთოთა ფერხითა განვლე, მარიამ, მდინარეცა იგი იორდანისა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოწყალე-ჰყავ შემოქმედი მაქებელთა შენთათვის, ღირსო დედაო, ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან, ჭირთა და ვნებათა ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთა გარე მოდგომილთა; რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ მადიდებელსა უფლისასა.

ღირსო მამაო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მრბძოლთა გარე-მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისითა.

http://www.orthodoxy.images/bolnuri_sm.gif

 

 

ნანახია: (1637)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას