logo.png

ბოლო ნადირობა

 

ზვიად გამსახურდია 1978 წლის მაისის შემდეგ გადასახლებაში გაუშვეს - ეს იყო დაღესტნის ნახევარუდაბნო,დაბა კოჩუბეი. იქ ხშირადიყვნენ ქართველიმწყემსები, რომლებიც საზამთროდ მიერეკებოდნენ თავიანთ ფარებს. ზვიად გამსახურდია მიწურში ცხოვრობდა და თარგმნიდა მათეს სახარებას ძველბერძნულიდან.

იქვე ჩააკითხა ცნობილმა რუსმა დისიდენტმა, მოძღვარმა გლებ იაკუნინმა, რომელმაც იგი აზიარა. გარკვეული ხნის შემდეგ იაკუნინიც გაუყენეს ლაგერის გზას.

ზვიად გამსახურდია რამდენიმეჯერ საიგაკებზე სანადიროდაც დაპატიჟეს ადგილობრივებმა. მერე ის აღარ ნადირობდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, ასეთი რამ მოყვა: როდესაც ვნადირობდით, დედალ-მამალ საიგაკს გამოვედევნეთო. საოცრებები ჩაიდინა მამალმა - გზები აგვირია, სპეციალურად ჩამორჩა, დაბოლოს, თავი მოგვაკვლევინა, ისე რომ დედალი გადაარჩინა და გაქცევის საშუალება მისცაო. სრულიად დავმუნჯდი, როდესაც ეს ვნახე, არ მეგონა, თუ ამ ცხოველს ამხელა სიყვარულისა და თავგანწირვის ინსტინქტი ჰქონდაო. იმის მერე მან საერთოდ აღიკვეთა ნადირობა.

(წიგნიდან „ზვიად გამსახურდია - 79 ამბავი“, თბილისი,“არტანუჯი“, 2018 წ.)

ნანახია: (912)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას