logo.png

ჭყონდიდის ეპარქიაში, საგანგებოდ მივლინებული მეუფე სტეფანე საკვირაო წირვას ატარებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები რეზიდენციის ტერიტორიაზე ჯგუფ-ჯგუფად არიან განლაგებულნი, ისინი აკონტროლებენ ტაძრამდე მისასვლელ ყველა გზას.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა მომავალ კვირას აქციას გამართავენ. პროტესტის ნიშნად სასულიერო პირების ნაწილი მღვდელმსახურებაში არ მონაწილეობს.

არსებული ინფორმაციით, მერიისგან საჯარო მოხელეებმა, საკრებულოს თანამშრომლებმა სპეციალური დავალება მიიღეს, რომ დღევანდელ წირვას ოჯახებთან ერთად დაესწრონ. წირვაზე მისვლა დაევალა "პატრაქტივსაც", რომელსაც "ქართული ოცნება" არჩევნებში ხმების მობილიზებისთვის იყენებდა.

ცნობისთვის, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ "მთავარი არხის",  "ტვ პირველის" , "რუსათავი 2"-ის და "ფორმულას" ჟურნალისტები. "ტვ პირველის" ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ისინი შენობის მეორე სართულიდან იმ დრო გადაცვივდნენ, როდესაც დაპირისპირების დროს, აივნის მოაჯირი ჩაინგრა.

ნანახია: (966)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას