logo.png

   იოანე X: „ ერთსულოვნების გარეშე არ არის ეკლესიათა ერთობა!“

კიდევ ერთი ცნობა რუსული ეკლესიის სამწუხაროდ - ანტიოქიელები არ მიდიან ამანში!

ანტიოქიის საპატრიარქოს პრეს-სამსახური იტყობინება სენსაციურ სიახლეს - ანტიოქიის პატრიარქმა ოფიციალურად განაცხადა უარი ამანში გამგზავრებაზე!

ეს გახლავთ უკანასკნელი დროის ყველაზე დიდი მოულოდნელობა - ანტიოქიის საპატრიარქო ხომ რუსეთის ეკლესიის ფარვატერში იმყოფება!

როგორც ვხედავთ, რუსული ეკლესიის მცდელობა, ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალია თავისი ფრთის ქვეშ შეეყუჟა, ღირსეულ წინააღმდეგობას წააწყდა!

პატრიარქმა, თავისი უარის მთავარ მიზეზად ხაზგასმით აღნიშნა შემდეგი:

„ეს შეხვედრა მოიტანს განხეთქილებას ძმათა შორის. აქამდე არსებობდა უთანხმოება ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიებს შორის და თავდაპირველად ჩვენ ეს საკითხი გვაქვს განსახილველი. მთავარი, რაც უნდა იყოს ყველა ეკლესიისთვის ყურადღების ცენტრში - ეს არის ერთსულოვნება!“

ნიშანდობლივია, რომ მანამდე, 21 თებერვალს კიდევ ერთი სენსაციური განაცხადი იქნა გაკეთებული - უარი ამანის შეხვედრაზე განაცხადა ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ.

მკითხველს გავახსენებთ, რომ 26 თებერვალს იერუსალიმის პატრიარქი, რუსი პატრიარქის ხელდებით,  აპირებს მართლმადიდებლური დელეგაციების შეკრებას  ამანში, „უკრაინის საკითხის“ გასარკვევად.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეუსმა, უკრაინის ეკლესიის მესაჭის - ეპიფანეს გარეშე, ასეთი შეკრების ჩატარება მკრეხელობად ჩათვალა და უარი განაცხადა ამანში ჩასვლაზე. მის უარს დღეისათვის უკვე შეუერთდნენ: ელადის, კვიპროსის და ალბანეთის არქიეპისკოპოსები; ალექსანდრიის, საქართველოს, ბულგარეთისა და ანტიოქიის პატრიარქები; ცხადია, უკრაინელი მიტროპოლიტი ეპიფანეც!

ვინ დარჩა რუსეთს იორდანიაში მოწვეულთა შორის? საკუთრივ რუსეთის გარდა, იქ იქნებიან მათი მარადიული თანამდგომი სერბები, ორგანიზატორი იერუსალიმი, ჩეხეთის მართლმადიდებლები და  რუმინეთისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, მღვდელმთავრების გარეშე!

„მესამე რომის“ რეიტინგი და ავტორიტეტი დგას სერიოზული გამოცდის წინაშე!

ნანახია: (1457)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას