logo.png

 

Qetevan-Baia Bochorishvili

დღეს მე ვარ გელათი

 

ამ დილით გელათში უეცრად გაწვიმდა...

დაცვარა მიწა და წინაპართ საძვალე...

რატომ წვიმს? რად აწვიმს საფლავებს არწივთა,

ფიქრები მსუსხავს და ტკივილი მაწვალებს.

თითქოს ცა ჩუმ სევდას მალავს და არ იმჩნევს,

მომავალს წარსულთან რა შეაქვითკირებს?!

თამარის ცრემლები ასველებს კარიბჭეს....

საკუთარ საფლავზე დავითი ქვითინებს...

აქ წვიმა ბატონობს და ქარი აშარი,

ნეტავ, ეს ღრუბლებიც ასე რამ არია...

აკურთხე გელათში კვლავ ქრისტეს ლაშქარი,

მოგვხედე,

გვიშველე,

დედაო მარიამ!

მოგვმადლე ნუგეში და უფლის წყალობა,

დღეს მე ვარ გელათი!!!

ჰო... დღეს მე მაწვიმდა...

კვლავ სასინანულო გაისმის გალობა,

გელათში

დავითის

ცრემლები გაწვიმდა....

/ ქეთევან -ბაია ბოჭორიშვილი /

ნანახია: (728)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას